Friday, December 21, 2012

ადგილობრივი თვითმმართველობა


პროექტის სახელწოდება
ადგილობრივი თვითმმართველობა
პროექტის მთავარი იდეა

მოსწავლეებს განუვითარდებათ, პროექტის წერის უნარები, მიიღებენ ფაქტობრივ ცოდნა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.
პრობლემის მნიშვნელობა/აქტუალურობა

საზოგადოებაში არასაკმარისი ინფორმაციაა ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების,  ხელისუფლების ადგილობრივი და ცენტრალური ორგანოების კომპეტენციის შესახებ, მოსახლეობა ნაკლებადაა ჩართული ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელების პროცესში.
პროექტის მიზნები
მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, კვლევის და თანამშრომლობის უნარ–ჩვევები, ასევე მიიღებენ პროექტის წერის უნარებს.
მონაწილეთა ასაკი
15–16 წელი (მეათე კლასი)
ვადები/ხანგრძლივობა
სამი გაკვეთილი
მოსალოდნელი შედეგები
1.      ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობის გააზრება;
2.      თვითმმართველობის ფუნქციების გაცნობა;
3.      პრეზენტაცია;
4.      პასუხისმგებლობის გააზრება გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
1.              სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო;
2.      დამატებითი ლიტერატურა;
3.      ინტერნეტი;
4.      თაბახის ფურცლები (A4);
5.      პრინტერი;
პროექტის მსვლელობა
პირველი გაკვეთილი:
 მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს თუ რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა; როგორია საზოგადოების როლი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში; თვითმმართველობის ფუნქციები;

მეორე გაკვეთილი:
კლასი იყოფა სამ ჯგუფად:
ა) ჯგუფი, რომელიც შეადგენს კითხვარს რათა გამოიკითხონ თემში არსებულ ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;
ბ) ჯგუფი, რომელიც მოამზადებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციისა და მნიშვნელობის შესახებ;
გ) ჯგუფი, რომელიც დაამზადებს საინფორმაციო ბუკლეტებს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციისა და მასში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ;

მესამე გაკვეთილი:
მოსწავლეები ახდენენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას;

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ–თან კავშირი
პროექტი კავშირშია ესგ–თან, ვინაიდან მოსწეავლეები გაეცნობიან ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ; განუვითარდებათ კვლევის, ინფორმაციის მოძიების და თანამშრომლობის უნარ–ჩვევები;
პროექტის ხელმძღვანელი
შალვა კერვალიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
Shalva.mas@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
shalvakervalishvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment